ნავთობზე ფასები გაიზარდა

”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,09%-ით გაიზარდა და ბარელზე 57,92 დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასები იზრდება. ბოლო მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,09%-ით გაიზარდა და ბარელზე 57,92 დოლარი შეადგინა.

”ბლუმბერგის” ცნობით, WTI-ის მარკის ნავთობზე ფასი კი 0,21%-ით გაიზარდა და ბარელზე 51,75 დოლარი შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი აშშ-ში კომერციული მარაგის ზრდის ფონზე მატულობს, რომელმაც მაქსიმუმს მიაღწია 2001 წლის შემდეგ.