Forbes- ის წლევანდელ რეიტინგში 77 ქვეყნიდან მსოფლიოს უმდიდრესი 2640 მილიარდერი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წელს მას ორი ახალი ქვეყანა - სომხეთი და პანამა შეემატა, რომელთაგან თითოეულს დაემატა ერთი მილიარდერი: სტენლი მოტა, პანამელი ინვესტორი და რუბენ ვარდანიანი, სომეხი საინვესტიციო ბანკირი და პოლიტიკოსი. ამ უკანასკნელმა თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და მასზე უარი გასულ წელს თქვა. 2022 წელს აღნიშნული სიიდან ის ამოვარდა და ერთი წლის მერე დაბრუნდა.
წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს:
(რეიტინგში ნაჩვენები წმინდა ღირებულება არის 2023 წლის 10 მარტის მონაცემებით)
1. ამერიკის შეერთებული შტატები
735 მილიარდერი (გასულ წელსაც 735)
მთლიანი წმინდა ქონება: 4,5 ტრილიონი დოლარი (200 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: ილონ მასკი , წმინდა ქონება: 180 მლრდ დოლარი
2. ჩინეთი
495 მილიარდერი (გასულ წელს 539)
მთლიანი წმინდა ქონება: 1.67 ტრილიონი დოლარი (300 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: ჩონგ შანშანი , 68 მლრდ დოლარი
3. ინდოეთი
169 მილიარდერი (შარშან 166)
მთლიანი წმინდა ქონება: 675 მლრდ დოლარი (75 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: მუკეშ ამბანი , 83,4 მლრდ დოლარი
4. გერმანია
126 მილიარდერი (შარშან 134)
მთლიანი წმინდა ქონება: 585 მლრდ დოლარი (23 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: დიტერ შვარცი , 42,9 მლრდ დოლარი
5. რუსეთი
105 მილიარდერი (გასულ წელს 83)
მთლიანი წმინდა ქონება: 474 მლრდ დოლარი (154 მილიარდი დოლარით მეტი)
უმდიდრესი ადამიანი: ანდრეი მელნიჩენკო , 25,2 მლრდ დოლარი
6. ჰონგ-კონგი
66 მილიარდერი (შარშან 67)
მთლიანი წმინდა ქონება: 350 მლრდ დოლარი (33 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: ლი კა-შინგი , 38 მლრდ დოლარი
7. იტალია
64 მილიარდერი (შარშან 52)
მთლიანი წმინდა ქონება: 216 მლრდ დოლარი (21 მილიარდი დოლარით მეტი)
უმდიდრესი ადამიანი: ჯოვანი ფერერო , 38,9 მლრდ დოლარი
8. კანადა
63 მილიარდერი (შარშან 64)
მთლიანი წმინდა ქონება: 245 მლრდ დოლარი (63 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: დევიდ ტომსონი , 54,4 მლრდ დოლარი
9. ტაივანი
52 მილიარდერი (შარშან 51)
მთლიანი წმინდა ქონება: 136 მლრდ დოლარი (15 მილიარდი დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანები: ლინ შუ-ჰონგი , ჟანგ კონგიუანი (თითოეულს 7,8 მლრდ დოლარი)
9. დიდი ბრიტანეთი
52 მილიარდერი (შარშან 50)
მთლიანი წმინდა ქონება: 202 მლრდ დოლარი (2 მლრდ დოლარით მეტი)
უმდიდრესი ადამიანი: ჯეიმს რეტკლიფი, 22,9 მლრდ დოლარი
10. ბრაზილია
51 მილიარდერი (წინა წელს 62)
მთლიანი წმინდა ქონება: 160 მლრდ (27 მლრდ დოლარის კლება)
უმდიდრესი ადამიანი: ვიკი საფრა, 16,7 მლრდ დოლარი.