მილიონიანი გარიგებები, ანაზღაურებადი საჯარო გამოსვლები და მედია კომპანიები - როგორ ცხოვრობს სკანდალური სამეფო წყვილი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულზე უარი 2020 წელს თქვეს. ეს არ იყო მხოლოდ სტატუსის დათმობა, ახლად დაქორწინებული წყვილი ამ ნაბიჯით უარს ამბობდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სიმდიდრეზე წვდომაზე. მათ ყოველდღიურ ხარჯებს - მათ შორის მგზავრობას, საცხოვრებელს და უსაფრთხოებას, სახელმწიფო ბიუჯეტი აღარ აანაზღაურებდა.

თუმცა, ამან მათ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშალა. მეგანმა და ჰარიმ ოფიციალურად თქვეს უარი სამეფო წოდებაზე და საცხოვრებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მათ განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

სკანდალური წყვილი საკუთარი შრომითა და სხვადასხვა გარიგებებით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ემზადებოდა კალიფორნიაში მდებარე 22 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში გადასასვლელად.

საინტერესოა, როგორ გამოიმუშავებენ ისინი ფულს?

sdqzasfrweyh-1680874077.jpg

ნდობის ფონდები

მიუხედავად იმისა, რომ ჰარის აღარ აქვს ბევრი ფინანსური პრივილეგია, მას გარდაცვლილმა პრინცესა დიანამ და ბებიამ - დედოფალმა ელიზაბეტმა, ნდობის ფონდების სახით მილიონობით დოლარი დაუტოვეს.

Forbes-ის თანახმად, პრინცესა დიანა სიკვდილამდე დარწმუნდა, რომ მის ორივე ვაჟს დარჩებოდა ფული. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარის 10 მილიონი დოლარი დაუტოვეს, ქონების ნაწილი მან 25 წლის ასაკში მიიღო, ხოლო სრული თანხა 30 წლის ასაკში.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალმა ელიზაბეტმა ნდობის ფონდში ჰარის კიდევ უფრო დიდი თანხა - 18 მილიონი დოლარი დაუტოვა. მან უკვე მოიპოვა ნდობაზე წვდომა და მთლიან თანხას 40 წლის ასაკში მიიღებს.

მილიონ დოლარიანი გარიგებები Netflix-თან და Spotify-თან

ჰარი და მეგანი ცდილობენ თავიანთი კარიერის განვითარებას გასართობ ინდუსტრიაში.

“ინსაიდერის“ ინფორმაციით, ჰარი ორიენტირებულია დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე, რომლებიც დაკავშირებულია სასიკეთო მიზნებთან.

ბოლო წლების განმავლობაში, წყვილმა გააფორმა მრავალმილიონიანი გარიგებები გასართობი ინდუსტრიის დიდ მოთამაშეებთან, მათ შორის Netflix-სა და Spotify-თან, ექსკლუზიური კონტენტის წარმოებისთვის.

ჰარიმ და მეგანმა 2020 წელს ასევე დააარსეს კომპანია Archewell Inc. რომელსაც აქვს სხვადასხვა ბიზნეს და მედია განყოფილებები, მათ შორის Archewell Audio და Archewell Productions.

ჯერჯერობით, წყვილმა Netflix-ისთვის გადაიღო დოკუმენტური ფილმი მათი ცხოვრების შესახებ და, გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობს სხვა კონტენტზე, მათ შორის საბავშვო პროგრამებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, Spotify-თან გაფორმებული ხელშეკრულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი ღირს. 2022 წელს მეგანმა საკუთარი პოდკასტის არქეტიპები სტრიმინგ პლატფორმაზე გამოუშვა.

ფასიანი საჯარო გამოსვლები

ჰარი და მეგანი ფულს საჯარო გამოსვლებშიც იღებენ. “როგორც ბევრი ცნობილი ადამიანი, ისინი იღებენ საფასურს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტებისთვის“- განმარტავს The Mirror. სავარაუდო ანაზღაურება ერთ გამოსვლაში 480,000 დოლარიდან 900,000-მდე მერყეობს.

წიგნი Spare

პრინც ჰარის ერთ-ერთი უახლესი წამოწყება იყო მისი მემუარების Spare-ის გამოშვება. გავრცელებული ინფორმაციით, მან გარიგებიდან 35-დან 40 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

დღეის მდგომარეობით ჰარის და მეგანის საერთო ქონება 60 მილიონი დოლარია და, როგორც ჩანს, მათი ქონება ყოველწლიურად იზრდება.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი