Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების ლიდერია

Brand Finance-ის მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში Tesla ორი ადგილით დაწინაურდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ავტომობილების ბრენდების სიაში და პირველ ადგილზე გავიდა, გადაუსწრო რა Mercedes-Benz-სა და Toyota-ს.

Tesla-ს ბრენდი ახლა 66,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც 44%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და ხუთჯერ მეტი, ვიდრე პანდემიამდე.

„ბრენდის შეფასების ეს ზრდა დადებითი სიგნალია Tesla-სთვის, რადგან ეს მიუთითებს ბრენდის უკეთ ცნობადობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი გაყიდვები და შემოსავალი მომავალში“, - განაცხადა Brand Finance-ის შეფასების დირექტორმა ალექს ჰეიმ.

საავტომობილო ბრენდების რეიტინგში მესამემდე დაეცა Toyota, დაკარგა რა ღირებულების 18% (52,5 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილზე კი დარჩა Mercedes-Benz-ი (- 3%, 58,8 მილიარდი დოლარი).

სექტორში ღირებულების რეკორდული ნახტომი - 123%-ით აჩვენა ჩინურმა ბრენდმა Sokon-მა, რომლის ღირებულება გაიზარდა 739 მილიონ დოლარამდე.

ავტოსათადარიგო ნაწილების მწარმოებელ კომპანიებს შორის კი კვლავ ლიდერია იაპონური Denso, რომლის ღირებულება წელიწადში 6%-ით 4,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საბურავების მწარმოებლების სეგმენტში კი ასევე უცვლელად ფრანგული Michelin (+2%, 7,9 მლრდ დოლარი) იმყოფება.

კოკა კვირკველია