რაზე უნდა დაზოგოთ ფული, რომ შემოსავალი გაზარდოთ

გამოცემა "ბიზნესინსაიდერი" ფულთან დაკავშირებულ იმ ჩვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამომუშავება ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ.

ყველაფერი რაც იცით ან არ იცით ფინანსების შესახებ, ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული - დაწყებული თქვენი აღზრდით, დამთავრებული ინტერნეტში შემთხვევით ამოკითხულით.

გამოცემა "ბიზნესინსაიდერი" ფულთან დაკავშირებულ იმ ჩვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამომუშავება ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ.

როგორ უნდა აღიქვათ ფული

"ბევრ ადამიანს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ფულისადმი. ეს იმ ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპულ მოსაზრებას უკავშირდება, რომ ფული ადამიანს აფუჭებს; რომ ყველა მდიდარი ძუნწია. ასეთი მოსაზრება ქმნის არასწორ დამოკიდებულებას ფულის მიმართ, რომ ფული ადამიანს აფუჭებს. ამიტომ გირჩევთ, შეცვალოთ ფულისადმი დამოკიდებულება და დაისახეთ მიზნად, როგორც განკარგოთ სწორად თქვენი ფული და ამისთვის თავს დამნაშავედ არ გრძნობდეთ", - გირჩევთ წიგნის "გამოცდილი გიდი ფულის საკითხებში" ავტორი, ტანა გილდი.

როგორც უნდა ილაპარაკოთ ფულის შესახებ

მეუღლესთან ან მშობლებთან ფულის შესახებ საუბარი არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეკონომიკური ექსპერტი და ფინანსური თერაპიის ასოციაციის წევრი სიბლ სოლომონი ამბობს, რომ ბევრი წყვილი ფულზე საუბარს მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ოჯახში კრიზისი დგება.

"ამის ნაცვლად, ისწავლეთ ფინანსური საკითხების რეგულარულად განხილვა, რათა ეს თემა ნაკლებად მტკივნეული იყოს თქვენთვის. ილაპარაკეთ ფულზე ოჯახის წევრებთან მაშინაც კი, თუ ამ თემაზე საუბარი დავის საგნად შეიძლება იქცეს", - გირჩევთ სიბლ სოლომონი.

ისწავლეთ იმ შემოსავლით ცხოვრება, რაც გაქვთ

იმისათვის, რომ იმ დონეზე იცხოვროთ, რის საშუალებასაც შემოსავალი გაძლევთ, უმჯობესია ხანდახან გადახედოთ თქვენი ცხოვრების სტილს და დაიწყოთ ხელმომჭირნეობა.

ფინანსური კონსულტანტი შანტელ ბონო გირჩევთ, თქვენს ბიუჯეტსა და გასავალს ისე შეხედოთ, როგორც პროექტს, რომელსაც მუდმივი მონიტორინგი და კორექტივები სჭირდება.

"თუ ხარჯების ცხრილს გააკეთებთ, ეს არასაჭირო და იმპულსური ხარჯების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ იმ შემოსავლებით, რაც გაგაჩნიათ, უარი უნდა თქვათ უსარგებლო ნივთების შეძენაზე. ასევე შეგიძლიათ თანხები დაზოგოთ მეორადი ავტომობილის, ანაც ფასდაკლებებზე შეძენილი ტანსაცმლის ხარჯზე", - გირჩევთ ამერიკელი ფინანსისტი ჯეისონ გესტი.