საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარი-მარტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2279 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 503 მლნ აშშ დოლარი იყო (28 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მლნ აშშ დოლარი (3 %-ით ნაკლები).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნდება.