ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, დაბა ჯვარში მოქალაქეს სატვირთო ავტომანქანით წიფლის ჯიშის 9 კუბური მეტრი მოცულობის მორი გადაჰქონდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებული ზიანი დაახლოებით 2 200 ლარს შეადგენს. მათივე განმარტებით, ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნება.