3 თვეში საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი ბინების 42% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა 5 159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2 187 ბინა იყიდეს, რაც 42,3%-ია. იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

საერთო ჯამში 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 14 394-მა მოქალაქემ ჯამში 20 034 ბინა შეიძინა.

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება (top-10)

  • 1. რუსეთი - 2 187 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანი;
  • 2. ისრაელი - 671 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 472 ადამიანი;
  • 3. უკრაინა - 520 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 344 ადამიანი;
  • 4. ბელარუსი - 164 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 135 ადამიანი;
  • 5. თურქეთი - 143 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
  • 6. ირანი - 129 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
  • 7. პოლონეთი - 127 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
  • 8. გერმანია - 112 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 88 ადამიანი;
  • 9. ყაზახეთი - 105 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
  • 10. სომხეთი - 93 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 79 ადამიანი.

გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებისა, საქართველოში წელს ქონება იყიდეს ასევე: აშშ-ს, პერუს, არუბას, ბელგიის, იემენის, იტალიის, კატარის და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეებმა, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

რაც შეეხება 2022 წელს, შარშან უცხოელებმა 15 ათასამდე საცხოვრებელი ბინა იყიდეს, საიდანაც 6 062 რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გასულ წელს 1 892 ბინა შეიძინეს, მესამე ადგილზე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც 1 321 ბინა იყიდეს.

უცხოეთის მოქალაქეთა მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება: (top-10)

  • 1. რუსეთი - 6 062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი;
  • 2. ისრაელი - 1 892 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1263 ადამიანი;
  • 3. უკრაინა - 1 321 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 880 ადამიანი;
  • 4. ირანი - 650 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 382 ადამიანი;
  • 5. თურქეთი - 473 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 307 ადამიანი;
  • 6. ბელარუსი - 446 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 371 ადამიანი;
  • 7. გერმანია - 424 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 325 ადამიანი;
  • 8. აშშ - 376 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 246 ადამიანი;
  • 9. ყაზახეთი - 294 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 237 ადამიანი;
  • 10. სომხეთი - 285 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 203 ადამიანი.

იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, რეალიზებული ბინების მყიდველებთან ფარდობა 1.35-ია.

წარმოდგენილ სტატისტიკაში დაზუსტებული არაა ამ ქონებების რა ნაწილი მოდიოდა თბილისის; ბათუმის; ქუთაისის; გუდაურის და სხვა ქალაქების უძრავი ქონების ბაზრებზე.