4 ყველაზე ძვირად ღირებული სააღდგომო კვერცხი მსოფლიოში

აღდგომა მართლაც განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წითლად შეღებილი კვერცხებითა და სააღდგომო პასკით აღნიშნავს.

თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც აღდგომის სიმბოლო - კვერცხი ძალიან ძვირი სიამოვნება ხდება და თავისი განსაკუთრებული ფასის გამო, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც იძენს.

1-1681464016.jpg

მირაჟის სააღდგომო კვერცხი - 8.4 მილიონი დოლარი

ბრილიანტით მორთული სააღდგომო კვერცხი არის საკვები ფაბერჟეს კვერცხისა და დემიენ ჰირსტის კომბინაცია. იგი გაფორმებულია 1000-ზე მეტი ბრილიანტით, რომელთა ღირებულება 2,5 მილიონი დოლარია.

მის შექმნას სამი წელი დასჭირდა.

2-1681464056.jpg

სტელას ბრილიანტის სააღდგომო კვერცხი - 100,000 დოლარი

სტელას კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სააღდგომო კვერცხია, რომელიც 100 ნახევარკარატიანი ბრილიანტით არის მორთული.

65 სმ სიმაღლის სააღდგომო კვერცხი მზადდება შოკოლადის ფენებისგან და ივსება ატმის, გარგარის შიგთავსით.

3-1681464089.jpg

ოქროს ლაქებიანი სააღდგომო კვერცხი - 10,000 დოლარი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სააღდგომო კვერცხი. შექმნილია უილიამ კერლის მიერ და დამზადებულია Amadei შოკოლადისგან, რომელიც ითვლება საუკეთესო ნაწარმად მთელს მსოფლიოში.

4-1681464119.jpg

პიტერ ნებენგაუსის სააღდგომო კვერცხების კოლექცია - 20,400 დოლარი

სვაროვსკის კრისტალებით მოპირკეთებული ოქროს კვერცხი გერმანელი მხატვრის - პიტერ ნებენგაუსის შექმნილი ძვირად ღირებული სააღდგომო კვერცხების კოლექციის ნაწილია.

ოქროს კვერცხი 20 400 დოლარი ღირს, ხოლო ფაიფურის კვერცხი 7 000 დოლარად იყიდება.

წყარო: indiatvnews

თეონა რამაზაშვილი