აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდები -  როგორია WORLD RECORD ACADEMY-ის ათეული

WORLD RECORD ACADEMY-მა ყველაზე საინტერესო აღდგომის მსოფლიო რეკორდების ათეული გამოაქვეყნა. მასში შესულია ყველაზე დიდი მოხატული სააღდგომო კვერცხი, ყველაზე დიდი პასკა, შოკოლადის პანეტონი და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ აღდგომის მსოფლიო რეკორდების ტოპ ათეულს WORLD RECORD ACADEMY-დან:

fvghjkmbv-nkm-1681475352.jpg

ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი: მსოფლიო რეკორდი რუმინეთის ქალაქ სუჩეავამ დაამყარა

რუმინეთში, ქალაქ სუჩეავას მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულზე ქალაქში გიგანტური სააღდგომო კვერცხი გამოიტანა.

7,25 მეტრი სიმაღლის, 4,6 მეტრი დიამეტრის და 1,8 ტონა შეღებილმა კვერცხმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

dcfvghjkljhgf-1681475300.jpg

ყველაზე დიდი სააღდგომო პასკა: მსოფლიო რეკორდი რუმინეთში, ქალაქ რადაუთში დამყარდა

რუმინეთში, ქალაქ რადაუთის მერიაში გააკეთეს 2,10 მეტრი დიამეტრის, 10 სმ სიმაღლის და 170 კილოგრამიანი პასკა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სააღდგომო პური ნაქსოვ კალათაში ჩადეს და მართლმადიდებლური ტაძრის წინ განათავსეს.

dvfbgnhjmk-1681475258.jpg

პირველი რობოტი, რომელსაც შეუძლია სააღდგომო კვერცხების გაფორმება: Egg-Bot-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (PICS & HD ვიდეო)

კალიფრონიაში შექმნეს რობოტი Egg-Bot, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ თქვენი ილუსტრაცია კომპიუტერზე, შემდეგ მიიტანოთ დიზაინი და რობოტს მოახატინოთ კვერცხი. მას შეუძლია დახატოს როგორც მოხარშულ, ასევე უმ კვერცხზე. სწორედ ამ გამოგონებამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

sdcvbfg-1681475205.jpg

გინესის მსოფლიო რეკორდი იტალიაში, ქალაქ ტოსკაში დამყარდა - ყველაზე მაღალი შოკოლადის სააღდგომო კვერცხი

იტალიაში, ქალაქ ტოსკაში დამზადდა ყველაზე მაღალი და დიდი სააღდგომო შოკოლადის კვერცხი, რომლის სიმაღლე 10,39 მეტრი იყო. სწორედ ამ ქმნილებამ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. აღდგომას კი ადგილობრივები განსაკუთრებული ზეიმით შეხვდნენ.

dcfgvbhnjfvg-1681475169.jpg

ყველაზე დიდი მუზეუმი მორთული კვერცხებით: "ლუსია კონდრეას" დეკორირებული კვერცხების მუზეუმი

რუმინეთში, სუჩეავას საგრაფოში გამოფენილია რუმინელი მხატვრის ლუჩია კონდრეას მიერ მოხატული 30 000-ზე მეტი მორთული კვერცხიდან 12 000.

ეს არის მსოფლიოს რეკორდსმენი ავტორი, რომელმაც შეძლო და თავისი ნამუშევრების უდიდესი რაოდენობა გამოფინა.

cdbfvgnhmjk-1681475124.jpg

ყველაზე დიდი პანეტონი: “შოკოლადის აკადემიის ცენტრი“ მილანში

მსოფლიოში ყველაზე დიდი პანეტონი, რომელიც მილანში გამოფინეს, შეიცავდა 55 ფუნტ შავ შოკოლადს, 15 ფუნტ შოკოლადს, 4 ფუნტ თეთრ შოკოლადს და 55 ფუნტ შაქარს.

პანეტონი დავიდე კომაშის ხელმძღვანელობით ექვსი პროფესიონალისგან შედგენილმა მცხობელთა გუნდმა მოამზადა.

xdcfvgbhj-1681475084.jpg

ყველაზე ძვირად ღირებული Panettone: მსოფლიო რეკორდი ბევერლი ჰილზის შეფ-მზარეულებმა დაამყარეს

ლოს ანჯელესში მიშლენის ვარსკვლავის მქონე Gucci Osteria da Massimo Bottura-ში ცნობილი მცხობელის, როი შვარცაპელის ორგანიზებით დამზადდა ორი შეზღუდული გამოშვების პანეტონი. თითოს ფასი 150 დოლარი იყო.

ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული Panettone, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

sdfvbgnhmjk-1681475037.jpg

ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადის ტრიუფელი: მსოფლიო რეკორდი ფრიც კნიფშილდტმა დაამყარა

ნიუ იორკში, დანიელმა შოკოლადის მწარმოებელმა, ფრიც კნიპსშილდმა, მოამზადა La Madeline au Truffe, რომელიც 2600 დოლარად იყიდება.

შოკოლადის თითოეული ნაჭერი წარმოდგენილია ხელოვნური მარგალიტის სადგამზე, რომელიც შეკრულია თასმით და იყიდება 250 დოლარად.

cxfvbgnhmjk-1681474995.ljh.jpg

ყველაზე დიდი ერთდროული აუდიტორია კლასიკურ ლაივ სტრიმზე: ანდრეა ბოჩელის სააღდგომო კონცერტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მილანში, ანდრეა ბოჩელის გამოსვლამ “მუსიკა იმედისთვის“, ლაივ სტრიმზე ერთდროულად 2,8 მილიონზე მეტ მაყურებელს მიაღწია.

ეს არის ახალი მსოფლიო რეკორდი ყველაზე დიდი ერთდროული აუდიტორიისთვის კლასიკურ ლაივ სტრიმში.

25-წუთიანმა ვიდეომ პირველი 24 საათის განმავლობაში 28 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა მთელ მსოფლიოში და 35 მილიონი ნახვა ჰქონდა.

szcbgfvnhjm-1681474933.jpg

სააღდგომო კალათების უდიდესი კურთხევა: მსოფლიო რეკორდი რუმინეთში

რუმინეთში, ჰარგიტას საგრაფოში გაიმართა სააღდგომო კალათების კურთხევის უდიდესი ცერემონია.

დღესასწაულს დაესწრო 3 500 კათოლიკე მორწმუნე, რომლებიც იცავდნენ კორონავირუსის პანდემიაში დაწესებულ ყველა შეზღუდვას.

წყარო: worldrecordacademy.org

თეონა რამაზაშვილი