ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია მიმდინარე წელს

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 142 783, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 065 679 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 109,6%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -25,3%-ით ჩამორჩება.

2023 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 256 787 ვიზიტორი;
  • თურქეთი - 216 391 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 182 543 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 44 788 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 40 353 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 31 689 ვიზიტორი;
  • ირანი - 21 318 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 19 918 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 18 400 ვიზიტორი;
  • ინდოეთი - 14 365 ვიზიტორი.
  • პოლონეთი - 10 122 ვიზიტორი;
  • ფილიპინები - 9 646 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 8 079 ვიზიტორი;
  • გერმანია - 7 429 ვიზიტორი;
  • აშშ - 6 803 ვიზიტორი.
თაია არდოტელი