რუსეთში პირველი ”მაკდონალდსი” დაიხურა

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ სტროიტელში "მაკდონალდსმა" საკუთარი რესტორანი დახურა.

რუსული მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ რუსეთში არსებული თავისი 492 რესტორნიდან ერთ-ერთი დახურა. "მაკდონალდსის” რესტორნის დახურვის შემთხვევა რუსეთის ტერიტორიაზე აქამდე არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით", - ნათქვამია "მაკდონალდსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელგოროდის ოლქში "მაკდონალდსს" ოთხი რესტორანი აქვს გახსნილი. რუსეთში "მაკდონალდსი" უკვე 25 წელია მუშაობს.