TBC Bank Group-ის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2023 წლის პირველი მაისიდან ნიკა ქურდიანი "თიბისი ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას დატოვებს.
"თიბისის" მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განცხადება გუშინ, 17 აპრილს გამოქვეყნდა. ნიკა ქურდიანი, რომელიც აქამდე ბრენდის სერვისების ხარისხზე, მარკეტინგსა და საერთაშორისო ბიზნესზე იყო პასუხისმგებელი, ამიერიდან ახალ წამყვან როლს დაიკავებს და საერთაშორისო გაფართოვებაზე იქნება ორიენტირებული. ის ასევე დარჩება TBC PLC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.
განცხადების მიხედვით, ბრენდის სერვისის ხარისხსა და მარკეტინგის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას „თიბისის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აიღებს.