მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშტაფაში, მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მერიის ინფორმაციით, სოფელ დაშტაფას ტერიტორიაზე, საქართველოს მელიორაცია ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისგან მაგისტრალური არხის 500 მეტრიანი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო პროცესი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ და საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა დავით კიკოლაშვილმა დაათვალიერეს.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეფერხების გარეშე მოხდება, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.