10 წვრილმანი, რომელშიც ისე ხარჯავთ უამრავ ფულს, რომ ვერც ხვდებით

ფულის პრაგმატული ხარჯვა უნარია, რომელიც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია.

დაფიქრდით, რამდენად სწორად განკარგავთ ბიუჯეტს, რომელსაც თვიდან თვემდე მძიმე სამუშაო დღეების ხარჯზე გამოიმუშავებთ.

ალბათ გსმენიათ მათზე, ვინც ყოველთვიურად, თანხების რაციონალური ხარჯვისთვის, აღწერას აკეთებს. ქმნის სიას აუცილებელი თუ ყოველდღიური ხარჯებისთვის და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ თვის ბოლოს გარკვეული დანაზოგის დაგროვება შეძლოს...

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყოველდღიურ წვრილმან ხარჯებზე, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა საბოლოო ჯამში, ისინი საკმაოდ დიდ თანხას აღწევენ.

1 - წვრილმანი ნივთები სახლისთვის.

დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ის ნივთი გჭირდებათ, რომელსაც "ხელს აყოლებთ" სავაჭრო ცენტრებში სეირნობისას? ბუნებრივია, საუბარი არ არის მაცივარზე, სამზარეულოსა თუ საჭირო ავეჯზე, მაგრამ როდესაც წვრილმან ნივთებს ყიდულობთ, რამდენად ფიქრობთ მათი შეძენის მოცემულ მომენტში აუცილებლობაზე?

2 - კომუნალური გადასახადები

ცნობილია, რომ ამერიკაში ოჯახები მათი შემოსავლის საშუალოდ, 7%-ს კომუნალურ გადასახადებში იხდიან. რა არის არსებულ ვითარებაში გამოსავალი? სწორედ აქ გვჭირდება თანხების რაციონალურად განკარგვა: იმის ნაცვლად, რომ გამათბობელს მთელი ზამთრის განმავლობაში ბოლომდე აუწიოთ, ჯობია მოიყვანოთ ხელოსანი და შეაკეთოთ კარ-ფანჯარა თუ სხვა "არხები", საიდანაც სიცივე შემოდის. გარდა ამისა, აუცილებელია ელექტროენერგიის დაზოგვა გაუაზრებლად გაკაშკაშებული ნათურების სანაცვლოდ. გახსოვდეთ, რომ არსებობს უამრავი ეკონომნათურა, რომლის მოხმარება თვის ბოლოს შესამჩნევ დანაზოგს მოგვცემს.

3 - რელაქსაცია

არავინ გეუბნებათ, რომ უარი თქვათ თეატრსა თუ კინოზე, მაგრამ დაფიქრდით, რამდენად საჭიროა კინოთეატრში მისულმა აუცილებლად მიირთვათ პოპკორნი და გაზიანი სასმელი, რომელსაც, მთლიანობაში ბევრად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ბილეთს, რომელიც კინოს საყურებლად შეიძინეთ. აქვე, ცნობილია, რომ ყოველდღიურად შეძენილი ერთჯერადი ყავა თვის ბოლოს იმდენად დიდ ზარალს აყენებს თქვენს ბიუჯეტს, რომ ამას ნამდვილად აჯობებდა, ქილით შეგეძინათ.

4 - დაუგეგმავი ხარჯები სუპერმარკეტში

სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ ადამიანთა კატეგორიაზე, რომელიც ყოველთვის აკეთებს აუცილებელი ხარჯების ნუსხას. იგივე პრინციპი გმართებთ სუპერმარკეტთან მიმართებაში. ვიდრე საყიდლად წახვალთ, გააზრებულად ჩამოწერეთ, თუ რის შეძენას აპირებთ და იქვე მოინიშნეთ სავარაუდო ბიუჯეტი. გვერწმუნეთ, ეს ბევრ გაუაზრებელ ხარჯს აგარიდებთ.

5 - საკაბელო ტელევიზია

დღეს საკაბელო ტელევიზიის გარეშე ცხოვრება ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელია. თითქმის ვერავინ ამბობს უარს სეგმენტური არხების ყურებაზე. ვერ ვუშვებთ, რომ არ გვქონდეს სპეციალური არხები ფეხბურთისთვის, კინოჰიტებისა, თუ მუსიკალური კლიპებისთვის და ცხადია, ვერც ახალი ამბების მაუწყებლების გარეშე წარმოვიდგენთ ჩვენს ყოველდღიურობას, მაგრამ ვიდრე საკაბელო ტელევიზიას ჩავრთავთ, ჯობს გავიაზროთ, გვჭირდება თუ არა ყველა იმ ტელევიზიის ყურება, რომელსაც ესა თუ ის პაკეტი გვთავაზობს. ჭკვიანური იქნება, თუ სწორად მოარგებთ პეკეტს თქვენს ინტერესებს და მხოლოდ იმ ტელევიზიების ყურებისთვის გადაიხდით ფულს, რომლის მაყურებელი რეალურად ხართ. თავად დაფიქრდით, რამდენი ტელევიზია გაქვთ ჩართული, რომელსაც არასდროს უყურებთ და მხოლოდ "ჩენელ ჯამფინგისას" აწყდებით...

6 - ბრენდული პროდუქტი

სარეკლამო ბაზარზე დაუნდობელი ბრძოლის პარალელურად, მყიდველს სტერეოტიპული წარმოდგენები უყალიბდება ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ. მაგალითად, თუ გამაგრილებელი გაზიანი სასმელი მოუნდება, დახლთან მხოლოდ ის 2-3 ბრენდი ახსენდება, რომელთა სარეკლამო რგოლების ჩვენება დიდი დოზით ხდება ტელევიზიითა  თუ ინტერნეტით. განსაკუთრებით კი მაშინ ვექცევით ამა თუ იმ ბრენდის "ტყვეობაში", როდესაც სამოსს, სათვალეს ან სხვა აქსესუარებს ვყიდულობთ. დაფიქრდით, აუცილებელია, რომ მაინცდამაინც რომელიმე ყველაზე ცნობილი ბრენდის სასარგებლოდ გააკეთოთ არჩევანი? ის ხომ ბევრად ძვირია, ვიდრე თუნდაც ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, ბევრად ხარისხიანიც იყოს. და რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ყოველთვის იმ ბრენდის პროდუქტს იძენთ, რაც იარლიყზეა მითითებული? ფალსიფიკაციის მსხვერპლი ხომ არაერთი ჩვენგანი ხდება...

იხილეთ გაგრძელება