"არემჯი": კობა ნაყოფიას უცხოეთში დაფუძნებულ კომპანიაში ბიზნესინტერესი გააჩნია, რომელიც "არემჯი" ჯგუფის ქართული კომპანიების 100 პროცენტის მფლობელია

"არემჯის" ინფორმაციით, დეპუტატ კობა ნაყოფიას უცხოეთში დაფუძნებულ კომპანია "ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედში" ბიზნესინტერესი გააჩნია, რომელიც თავის მხრივ "არემჯი" ჯგუფის ქართული კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიაა.

მათივე განმარტებით, კობა ნაყოფიას მიერ "არემჯი" ჯგუფის ბიზნესში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე კომპანიის აქციონერი დიმიტრი ტროიცკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.

"პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ "არემჯი" ჯგუფში წილების ფლობის შესახებ კომპანიის აქციონერის, დიმიტრი ტროიცკისა და კობა ნაყოფიას მიერ ბოლო დროს განცხადებები გაკეთდა", - აცხადებენ "არემჯიში".