„ველოდებით მთავრობისგან შემოთავაზებას“ - მარცვლეულის მწარმოებლებმა დღევანდელი აქცია რამდენიმე დღით გადადეს

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს დაგეგმილი აქცია გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ასოციაციამ გაავრცელა.

„20 აპრილს დადებული აქცია გადადებულია რამდენიმე დღით. ველოდებით მთავრობისგან შემოთავაზებას,“ - აღნიშნავენ ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფერმერები აქციას მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით მართავდნენ. ქვეყანაში, რომელიც მარცვლეულის იმპორტზეა დამოკიდებული, ფერმერებს ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. საქართველო ხორბლის ადგილობრივი მოხმარების მხოლოდ 15%-ს აწარმოებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ფერმერები ვერც მის რეალიზაციას ახორციელებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატების უმრავლესობა დახურულია, რუსეთში მარცვლეულის ჭარბი მოსავლის გამო კი, ადგილობრივ პროდუქციაზე ფასი თვითღირებულებაზე დაბალია.

თაია არდოტელი