შვედური კომპანია  Europe-Bet-ის შეძენას გეგმავს

შვედური ბუქმეიქერული ოპერატორი Betsson AB აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და ამ მიზნით მოლაპარაკებები წამოიწყო ქართული ბუქმეიქერული კომპანიის Europe-Bet-ის შესაძენად.

ბრიტანული sbcnews-ის ინფორმაციით, გასულ კვირას შვედურმა გამოცემა EGR-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ Betsson-სა და ”ევროპაბეთს” შორის გარიგების სავარაუდო თანხა 100 მილიონი ევროა. არსებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ და ”ევროპაბეთმა” შვედურ ”ბეთსონს” გარიგება ექსკლუზიურად შესთავაზა.

”ევროპაბეთი” ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს. 2014 წელს კომპანიის მოგებამ დაახლოებით 18 მილიონი ევრო შეადგინა, ”ბეთსონის” მოგებამ კი 60,3 მილიონი ფუნტი.

”ბეთსონი” შვედეთში 1963 წელს დაარსდა. ინტერნეტით კომპანიამ ფსონების მიღება 2004 წლიდან დაიწყო. თუ ”ბეთსონსა” და ”ევროპაბეთს” შორის გარიგება შედგება, შვედური ბუქმექერული კომპანია თავის კუთვნილებაში არსებული ბრენდების რაოდენობას 15-მდე გაზრდის. ამ ეტაპზე ”ბეთსონის” ინდუსტრია აერთიანებს ”ევროკაზინოს”, ”ბეთსეიფს”, ”ტრიობეთს”, ”ნორდიკბეთს” და რამდენიმე სხვა ბუქმექერს.