226 359 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“

საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„კრედიტინფოს“ 2023 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 359 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 461 704 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 302 428 024 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 789 518 921 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 614 433 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 133 547 -ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 748 138 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 041 368 693 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 125 204 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 694 ადამიანს კი, ჯამში 471 540 410 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 337 ადამიანს უფიქსირდება.

თაია არდოტელი