რა ჯდება ვიზიტი ბავშვთა გასართობ ცენტრებში

ბოლო დროს თბილისში სულ უფრო მეტი ბავშვთა გასართობი ცენტრი იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მატულობს და ეს ყველაფერი ხარისხსა და ფასზე უნდა ისახებოდეს.

თუმცა, სოციალურ ქსელში მატულობს პრეტენზიები მშობლებისგან, რომლებსაც ბავშვები ამა თუ იმ ცენტრებში ჰყავდათ. პრეტენზიის ძირითადი მიზეზია ფასები, რომელზეც მათი უმეტესობა თანხმდება, რომ საკმაოდ მაღალია და ხშირ შემთხვევაში საშუალო შემოსავლის მქონე 2 და 3-შვილიანი ოჯახი ამ ხარჯს ვერ გასწვდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ რამდენიმე გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულებას, რომელიც მათ საიტებსა და ფეისბუქ-გვერდებზეა გამოქვეყნებული:

შუმბა ლენდი

სპეციალურ შეთავაზებებში „შუმბა ლენდს“ შემდეგნაირი პირობები აქვს:

  • საბავშვო - მწვანე ზონის ატრაქციონები თითოჯერ - 25 ლარი;
  • მოზარდი - ნებისმიერი ატრაქციონი თითოჯერ - 35 ლარი;
  • მეგობრები - ნებისმიერი ატრაქციონი 2-ჯერ - 45 ლარი;
  • თინეიჯერები - ყვითელი ზონის ატრაქციონი 3-ჯერ - 60 ლარი;
  • საოჯახო - ნებისმიერი ატრაქციონი 4-ჯერ - 85 ლარი.

რაც შეეხება ცალკეულ ატრაქციონებს, ბატუტის ღირებულება 10 ლარია, მხიარული კარუსელი - 6 ლარი, ავტოდრომი - 12 ლარი, საბავშვო საქანელა - 2 ლარი, საბავშვო ბორბალი - 6 ლარი და ა.შ.

ფოკუს-მოკუსი

აქ აქტრაქციონების ღირებულება 1 ლარიდან იწყება, თუმცა ამ ფასად ყველაზე პატარები შეძლებენ სარგებლობას. ატრაქციონის სირთულიდან გამომდინარე ფასები მატულობს.

რაც შეხება სპეციალურ შეთავაზებებს:

  • პაკეტი 𝟮𝟬=𝟱𝟬, რაც ნიშნავს 20 ატრაქციონით ან ვიდეოთამაშით სარგებლობა 50 ლარის სანაცვლოდ;
  • პაკეტი მოზარდები - 1.30 საათის განმავლობაში ატრაქციონებზე თითოჯერ სარგებლობა 𝟯𝟬 ლარად;
  • პაკეტი 35=70 – ნებისმიერი 35 ატრაქციონი ან ვიდეოთამაში 70 ლარად;
  • პაკეტი 𝟰𝗫𝟰 - ნებისმიერი ატრაქციონი ან ვიდეოთამაში, თითო მაქსიმუმ 4-ჯერ, 4 საათის განმავლობაში 100 ლარად.

რია-რია

  • 2-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა ულიმიტოდ აქ 20 ლარი ღირს და მომსახურება მესამე სართულზე არსებული ატრაქციონების თითოჯერ სარგებლობას მოიცავს = ავტოდრომი;
  • 8-12 წლამდე - 20 ლარი 2 საათით - 10 ნებისმიერი ატრაქციონი მეოთხე სართულიდან;
  • ყველა ატრაქციონი თითოჯერ აქ 35 ლარი ღირს, ამისთვის კი 2 საათია გამოყოფილი;
  • გართობა წყვილისთვის - 50 ლარი 2 საათი, რაც ყველა ატრაქციონის მოსინჯვას 2-ჯერ გულისხმობს;
  • საოჯახო პაკეტით სამ პერსონაზე - 3 საათის განმავლობაში ყველა ატრაქციონზე 3-ჯერ 75 ლარად;
  • საოჯახო პაკეტი ოთხ პერსონაზე - 3 საათის განმავლობაში ყველა ატრაქციონზე 4-ჯერ 90 ლარად.

ჟირაფი ჟოზეს სახლი

„ჟირაფი ჟოზეს სახლში“ პატარებისთვის მთელი დღის განმავლობაში შესვლა 7 ლარად არის შესაძლებელი, მშობლებისთვის კი შესვლა უფასოა.

ეკა დარჩიაშვილი