აშშ-ის სანქციების გამო, ვენესუელამ რვა წლის განმავლობაში 232 მლრდ დოლარი დაკარგა

ვენესუელამ რვა წელიწადში 232 მლრდ დოლარი დასავლეთის სანქციების გამო დაკარგა, ამის შესახებ ქვეყნის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა.

„2015 წლიდან ჩვენ ყოველწლიურად ვკარგავთ დაახლოებით 29 მლრდ დოლარს“, - თქვა მან სახელმწიფო ტელეარხ Venezolana de Televisión-ის პირდაპირ ეთერში სემინარზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკანონო შემაკავებელი ზომების შემოღების შემდეგ, „ვენესუელამ დაკარგა 232 მლრდ დოლარი, რაც ზოგიერთ წლებში სავალუტო შემოსავლის 99%-ის დაკარგვას ნიშნავდა.

339830475-263565592763517-2025820127232826292-n-1682162181.jpg

„ვენესუელასთვის ყველაზე მტკივნეული არის ნავთობის ექსპორტის აკრძალვა და მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა შეერთებული შტატების მიერ 2019 წელს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის PDVSA-ს წინააღმდეგ“, - აღნიშნა როდრიგესმა და დასძინა, რომ ფინანსების ნაკლებობა იწვევს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას და აჩერებს ეკონომიკის განვითარებას.

აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში 20 000 აქტიური ცალმხრივი შემზღუდველი ღონისძიებაა დაწესებული, ძირითადად შეერთებული შტატების მიერ, 35-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ლათინურ ამერიკაში.

კოკა კვირკველია