პაველ ჰერჩინსკი „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე - თუ რაიმე უკანონო ქმედებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, უნდა მოხდეს მათი გამოძიება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუკი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე უკანონო ქმედებები ხორციელდება, უნდა მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავე პირებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

„რასაკვირველია, თუკი რაიმე უკანონო ქმედებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, უნდა მოხდეს მათი გამოძიება და ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - აღნიშნა ელჩმა.