მომავლის ”მერსედესი”

მანქანის სიჩქარის მართვა შესაძლებელია მანქანაში დამონტაჟებული სენსორული ეკრანებით

2015 წლის დასაწყისში გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა მომავლის ”მერსედესის” პრეზენტაცია გამართა. რამდენიმე კვირის წინ კი გერმანულმა კომპანიამ უცხოელ ჟურნალისტებს მომავლის მანქანის გამოცდის შესაძლებლობა მისცა.

გამოცემა The Verge-ის ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა თვისებებით გამოირჩევა მომავლის Mercedez F015.

მომავლის ”მერსედესს” შეუძლია დამოუკიდებლად, მძღოლის გარეშე გადაადგილება, მძღოლს კი ამ დროს შეუძლია ზურგით მიუჯდეს საჭეს . F015-ის ინოვაციური ინტერიერის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი მოქნილი სავარძლების სისტემაა - ოთხივე სავარძელი 360 გრადუსით ტრიალებს. მანქანის სიჩქარის მართვა შესაძლებელია მანქანაში დამონტაჟებული სენსორული ეკრანებით, რომელიც ოთხივე კარზეა დამონტაჟებული. სენსორული ეკრანები დაყენებულია მგზავრების სავარძლებს შორის დამონტაჟებულ გასაშლელ მაგიდაზეც.

bpn

იმისათვის, რომ ჩაჯდომა და გადმოსვლა კომფორტული იყოს, როგორც კი კარს გააღებთ, სავარძლები 30 გრადუსით ელექტრონულად გამოდის. მგზავრებს საშუალება აქვთ, სენსორული ეკრანები არა მარტო შეხებით, არამედ ჟესტიკულაციებითაც მართონ.

ელექტროამძრაობის მქონე F015 გარემოსთან კონტაქტს ლაზერული და LED-განათებით ამყარებს.

გერმანული ავტოკონცერნის წარმომადგენელთა განცხადებით, F 015 წარმოებაში სავარაუდოდ, 15 წლის შემდეგ ჩაეშვება.