აუქციონზე 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.950 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.263 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.250 % შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.