ევროკავშირის საბჭო - ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, რომელზედაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საბჭოს შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

საბჭოს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან გამართულ დისკუსიაზე დადასტურდა, რომ საქართველომ ძირითად რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმებში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.