LVMH გახდა პირველი კომპანია ევროპაში, რომლის კაპიტალიზაცია 500 მილიარდ დოლარზე მეტია

ფრანგული LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) კაპიტალიზაციამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შედეგად, ის გახდა პირველი კომპანია ევროპაში, რომელმაც ეს მაჩვენებელი გადალახა - წერს Bloomberg-ი.

სააგენტოს ცნობით, პარიზში დაფუძნებული LVMH-ის აქციების ღირებულება ორშაბათს 0,3%-ით გაიზარდა და 903,7 ევროს მიაღწია, რის შედეგადაც კომპანია 454 მილიარდ ევროდ (500 მილიარდი დოლარი) შეფასდა.

LVMH-ის კაპიტალიზაცია გაიზარდა ჩინეთში ფუფუნების საქონლის გაყიდვების სწრაფი ზრდისა და ევროს გამყარების ფონზე - წერს სააგენტო.

კომპანიის ღირებულების ზრდამ ასევე გაზარდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, LVMH პრეზიდენტის ბერნარ არნოს სიმდიდრე. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ის თითქმის 212 მილიარდ დოლარს ფლობს.

კოკა კვირკველია