Microsoft-ის წმინდა მოგება 9%-ით გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Microsoft Corp. გასული კვარტალის წმინდა მოგება 9%-ით გაიზარდა, შემოსავალი - 7%-ით, შედეგად კი ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში შეადგინა 18,2 მილიარდი, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 16,728 მლრდ დოლარი იყო.

შემოსავალი გაიზარდა 52,8 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 49,36 მილიარდ დოლართან შედარებით.

სამშაბათს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობისას, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ფონზე, Microsoft-ის აქციები 8.5%-ით გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 13,8%-ით (2,1 ტრილიონ დოლარამდე).

კოკა კვირკველია