McDonald's-ის წმინდა მოგება 1,6-ჯერ გაიზარდა

მსოფლიოს უმსხვილესმა სწრაფი კვების რესტორნების ამერიკულმა კომპანიამ McDonald's 2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 1,6-ჯერ გაზარდა, შემოსავალი კი - 4,1%-ით.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, მისმა წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,1 მილიარდ დოლართან შედარებით.

McDonald's-ის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 5,9 მლრდ დოლარამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,67 მლრდ დოლარს შეადგენდა.

McDonald's-ის გლობალური შედარებითი გაყიდვები იანვარ-მარტში გაიზარდა 12,6%-ით. LFL გაყიდვების ზრდამ შეადგინა 12.6% როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

McDonald's-ის აქციების ღირებულებამ სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას 0.8%-ით მოიმატა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 11,3%-ით არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია