რომელია მსოფლიოს 10 უმსხვილესი კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით - რეიტინგი

2018 წელს Apple გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია. რამდენიმე წლის შემდეგ კი ხუთმა უმსხვილესმა კომპანიამაც გადააჭარბა ამ ნიშნულს საბაზრო კაპიტალით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი არაერთხელ შეიცვალა, Apple-მა იქ ყველაზე მეტი დრო გაატარა და ამჟამადაც ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა მსოფლიოში.

საფონდო ბირჟის მწვერვალზე ტექნოლოგიური კომპანიები არიან, მაგრამ სიაში სხვა სექტორებია წარმოდგენილი.

Companiesmarketcap.com-ის მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაციით 10 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი ასეთია:

  1. Apple – $2.596 ტრილიონი;
  2. Saudi Aramco – $2.117 ტრილიონი;
  3. Microsoft – $2.050 ტრილიონი;
  4. Alphabet – $1.343 ტრილიონი;
  5. Amazon – $1.052 ტრილიონი;
  6. Berkshire Hathaway – $717.38 მილიარდი;
  7. Nvidia – $648.15 მილიარდი;
  8. Meta Platforms (Facebook) – $532.19 მილიარდი;
  9. Johnson & Johnson – $515.33 მილიარდი;
  10. Tesla – $509.24 მილიარდი.

იხილეთ ასევე:

Microsoft-ის წმინდა მოგება 9%-ით გაიზარდა

Alphabet-ის შემოსავლებმა 69 მილიარდს გადააჭარბა

LVMH გახდა პირველი კომპანია ევროპაში, რომლის კაპიტალიზაცია 500 მილიარდ დოლარზე მეტია

კახი ჩაკვეტაძე