როგორ გამოიყურება და რა ღირს კაფსულა სასტუმროები სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ აეროპორტებს ე.წ. კაფსულა სასტუმროები აქვს გახსნილი, რაც ბოლო გამოკვლევების თანახმად, მომხმარებელთა უდიდეს დაინტერესებას იწვევს.

რა არის კაფსულა სასტუმროები? - ეს არის მომცრო ზომის კომპაქტური ოთახი საშხაპით, საწოლით და საპირფარეშოთი, რომლის ქირაობაც საათობით შეგიძლიათ და თუ გადაჯდომისას რამდენიმესაათიანი ლოდინი გიწევთ, დამეთანხმებით, ყველა მგზავრისთვის უკიდურეს კომფორტს წარმოადგენს. ის იდეალური ვარიანტია, თუ თქვენი ფრენა გადაიდო, ან გაუქმდა ცუდი ამინდის გამო.

fedhyrdf8ifr9-1682682385.jpg

ოთახში განთავსებულია ასევე ბარგის შესანახი ადგილები, ელექტრო მოწყობილობების დასამუხტი განყოფილებები, ნათურები და ზოგჯერ საჯარო Wi-Fi კავშირი.

gtju6tgikty06t0-1682682400.jpg

აეროპორტის საძილე კაფსულები ზომებში განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი იმდენად დიდია, რომ მინი-სასტუმროებს წააგავს. დიდ ოთახებში შეიძლება იყოს ტელევიზორიც. თუმცა ძირითად შემთხვევაში კაფსულები არის მომცრო ზომის და ეკონომ კლასზეა გათვლილი.

gtkj6t8urt5f86r-1682682414.jpg

კაფსულა სასტუმროებს იტალიის აეროპორტებში, მართავს კომპანიები Zzzleepandgo და Capodichino. მათი ოფიციალური ვებსაიტების საშუალებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ კაბინები.

uj7t8u64er7ued8-1682682435.jpg

ასეთი მომსახურება მსოფლიოს 21 ქვეყნის აეროპორტში შეგიძლიათ მიიღოთ. ერთი საათის საფასური 10 დოლარიდან იწყება და 45 დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში და რა პირობების ოთახს ირჩევთ.

აბუ დაბი (AUB): Go Sleep Pods საშუალოდ 10-15 აშშ დოლარი ღირს და განლაგებულია ტერმინალ 3-ში, ტერმინალ 1-ში, Al Dhabi Lounge-ში და AED45-ზე.

ამსტერდამის შიფჰოლი (AMS): Yotel-ის კაფსულის სასტუმრო მდებარეობს მთავარი ტერმინალი Lounge 2-ში, Pier D-თან ახლოს.

აშშ, ატლანტა (ATL) – ატლანტას საერთაშორისო აეროპორტში, შეგიძლიათ დაჯავშნოთ Minute Suites-ის კაფსულები.

ბერლინი, გერმანია (TXL) – ოთახები დგას მთავარ დარბაზში, დონე 3.

აშშ, დალასი Fort Worth (DFW) - შეგიძლიათ დაჯავშნოთ Minute Suites-ის კაფსულები დასასვენებლად, სამუშაოდ ან დასაძინებლად. ფასი იწყება საათში 48 დოლარიდან.

დუბაი (DXB) დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, UAE: შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ Snoozecube ან Go Sleep Pods DXB-ში.

კაფსულები ასევე დგას ვიეტნამში - ჰანოის, სამხრეთ კორეის აეროპორტში ინჩეონი; სტამბოლი (IST) – სტამბულის აეროპორტში; ჰელსინკი (HEL) - ვანტას აეროპორტი; ლონდონი გეტვიკი (LGW), ლონდონი- ჰითროუ; მეხიკო (MEX) – მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი; შერემეტევოს აეროპორტი (SVO) - მოსკოვი; მიუნხენი (MUC) – მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი; იაპონია: ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი; ინდოეთი: ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი (DEL); აშშ, ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტი (PHL); ტორონტო პირსონის საერთაშორისო აეროპორტი (YYZ); ტალინის აეროპორტი (TLL);

წყარო: msn.com; grrrltraveler.com

თეონა რამაზაშვილი