ჰოგვარტსიდან ჰოლივუდამდე: როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს დენიელ რედკლიფი მილიონებს

ინგლისელი მსახიობი დენიელ რედკლიფი, ჯოან როულინგის “ჰარი პოტერში“ მონაწილეობის შემდეგ, ნამდვილი კინო სენსაცია გახდა. როულინგის საყვარელი წიგნების სერიამ მას 110 მილიონი დოლარი მოუტანა. ჰარი პოტერის სერიების დასრულების შემდეგ რედკლიფი აგრძელებდა მონაწილეობის მიღებას ფილმებში, სატელევიზიო შოუებში და სცენაზე.

საინტერესოა, როგორ შოულობს და ხარჯავს მსახიობი თავის შთამბეჭდავ ქონებას?

შემოსავლები:

მომგებიანი სამსახიობო კარიერა

ჰარი პოტერის სერიების დასრულების შემდეგ რედკლიფმა სხვადასხვა როლებიც შეასრულა. მისი ზოგიერთი ცნობილი როლებია "ქალი შავებში", რომანტიული კომედია "What If" და თრილერი "Now You See Me 2". მან ასევე ითამაშა აღიარებულ ფილმში "შვეიცარიის არმიის კაცი", რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

ფილმში როლების გარდა, დანიელ რედკლიფმა ფული ტელევიზიაში და სტრიმინგ პლატფორმებზე გამოსვლებიდანაც გამოიმუშავა. 2018 წელს მან ითამაშა TBS-ის კომედიურ სერიალში "სასწაული მუშაკები".

საწარმოები

გარდა სამსახიობო კარიერისა, დანიელ რედკლიფმა დაწერა რამდენიმე სტატია პუბლიკაციებისთვის, როგორიცაა The Guardian და The New York Times, სადაც მან მკითხველს გაუზიარა თავისი გამოცდილება და შეხედულებები სხვადასხვა თემებზე. ძალა პოეზიაშიც მოსინჯა.

გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, რედკლიფმა გამოიჩინა ინტერესი ტექნიკური ინდუსტრიის მიმართ. მან ინვესტიცია მოახდინა სხვადასხვა სტარტაპებში და იყო ტექნოლოგიური ინდუსტრიის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის ხმამაღალი მხარდამჭერი. 2018 წელს მსახიობი ლისაბონში, ვებ სამიტის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ტექნოლოგიებისა და გართობის კვეთაზე ისაუბრა.

ბრენდის სპონსორობა

დანიელ რედკლიფი სხვადასხვა ბრენდის სახეა და მათ ნაწარმს ხშირად არეკლამებს. 2010 წელს ის იყო Gap-ის სარეკლამო კამპანიის სახე, სადაც ბრენდის ტანსაცმელი მოირგო. ასევე მუშაობდა Converse-თან, მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიაში და თანამშრომლობდა ბრენდთან.

გარდა ამისა, დანიელი 2014 წლიდან არის შვეიცარიული საათების მწარმოებლის Jaeger-LeCoultre-ის ბრენდის ელჩი, რომელიც მხარს უჭერს კომპანიის საათებს და მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში.

საპროდიუსერო კომპანია

დენიელ რედკლიფის პროდიუსერული კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც მან დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია, სახელწოდებით "Kill Your Darlings". იგი რამდენიმე ფილმის პროდიუსერია, მათ შორის „ქალი შავებში“, „რქები“, „რა თუ“ და „შვეიცარიის არმიის კაცი“.

როგორც პროდიუსერი, რედკლიფი პასუხისმგებელია ფილმის წარმოებაზე. ეს მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეჟისორისა და მსახიობების დაქირავებით, ფილმის დაფინანსების უზრუნველყოფასა და მარკეტინგამდე.

ხარჯები:

ფილანტროპიულ საქმიანობაში

2013 წელს დანიელ რედკლიფმა The Guardian-ს განუცხადა, რომ 19 წლამდე არც კი იცოდა რამდენი ფული ჰქონდა. მისი თქმით, პროფესიის მიუხედავად, ასეთი გადაჭარბებული თანხის შოვნა არ არის ამის დამსახურება. დანიელი არა მარტო ფულს, არამედ თავის დროსაც სწირავს ქველმოქმედებას. მსახიობი არის ბავშვთა ჰოსპისის Demelza-ს ვიცე-პრეზიდენტი. ორგანიზაცია დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

მდიდრული უძრავი ქონების პორტფელი

რედკლიფმა განახორციელა რამდენიმე საზრიანი ინვესტიცია უძრავ ქონებაში. ბროდვეიში დებიუტის შემდეგ, 2008 წელს, მან იყიდა 4,8 მილიონ დოლარად შეფასებული ბინა ნიუ-იორკში. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით მან ბინა 5,3 მილიონ დოლარად გაყიდა.

2009 წელს რედკლიფმა გააფართოვა თავისი უძრავი ქონების პორტფელი და შეიძინა სამი ბინა, რომელთა საერთო ღირებულება 16,5 მილიონი დოლარი იყო.

მისი ერთ-ერთი შესყიდვა იყო 4,29 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, რომელიც ქირავდება Halstead Property-ის მეშვეობით თვეში 19 000 დოლარად. ეს ოროთახიანი ბინა ამაყობს სპორტული დარბაზით და საცურაო აუზით.

მოგზაურობა

დენიელ რედკლიფს უყვარს მოგზაურობა და ცნობილია, რომ არდადეგებს ეგზოტიკურ ადგილებში ატარებს.

2011 არგენტინაში დასასვენებლად მან საკმაოდ დიდი ფული დახარჯა. 2014 წელს კი ექვსთვიანი შესვენება აიღო სამსახიობო საქმიანობაში, რათა მაშინდელ შეყვარებულთან, ერინ დარკთან მსოფლიო მოევლო. ისინი ეწვივნენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იაპონია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა.

ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია

მიუხედავად იმისა, რომ დანიელ რედკლიფი არ იყო ცნობილი, როგორც მანქანების მოყვარული, მან მაინც გააკეთა მნიშვნელოვანი შესყიდვები საავტომობილო განხრით. რედკლიფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანაა მისი Mercedes-Benz SLS AMG, რომლის ფასი 200 000 დოლარს აღემატება.

ის ასევე ფლობს Volkswagen Golf GTI-ს, რაც უფრო მოკრძალებული ვარიანტია მანქანის მოყვარულებისთვის.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი