წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი

ყვავილების თაიგულის ნაცვლად, პატარძალს ძვირფასი თვლებით გაწყობილი, ოქროს ”ყვავილების” თაიგული ეკავა

"წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი" - სწორედ ასე უწოდა უცხოურმა მედიამ ბრუნეის სულთანის უმცროსი ვაჟის, 31 წლის აბდულ მალიკის ქორწილს. პრინცის რჩეული 22 წლის დაიანგკუ რაბიატული გახდა, რომელიც მანამდე სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობდა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, 11-დღიანი ქორწილი მსოფლიოს ყველაზე დიდ სასახლეში გაიმართა. სასახლე ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ სერი ბეგავანში მდებარეობს და 1 788 ოთახისგან, 257 სააბაზანოსგან და 110 მანქანაზე გათვლილი პარკინგისგან შედგება.

6 ათას სტუმარს, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც იყვნენ, ნეფე-დედოფალი ოქროს ტახტრევნებში მჯდომი დახვდნენ. ყვავილების თაიგულის ნაცვლად კი პატარძალს ძვირფასი თვლებით გაწყობილი ოქროს თაიგული ეკავა, კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელი კი მთლიანად სვაროვსკის ბროლის თვლებით იყო მოოჭვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხსაცმელი 4 ათასი დოლარი ღირს.

ქორწილის მთლიანი ღირებულების დადგენა კი ექსპერტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სიუჟეტი