საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალურ ფინანსურ არასტაბილურობას პროგნოზირებს

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი განვითარებადი ბაზარი ფინანსურ პრობლემებს აწყდება, რაც ვალუტის კურსის რყევით არის გამოწვეული.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ანგარიშშია აღიშნული, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ნავთობისა და სხვა მინერალური რესურსების ექსპორტიორი ქვეყნები არიან.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი განვითარებადი ბაზარი ფინანსურ პრობლემებს აწყდება, რაც ვალუტის კურსის რყევით არის გამოწვეული.

"ფინანსური სტაბილურობა არც განვითარებულ ქვეყნებშია. გლობალური ფინანსური კრიზისის რისკები გასული წლის ოქტომბრიდან გაიზარდა და ფინანსური სისტემის ისეთი სექტორები მოიცვა, სადაც რთულია მათი შეფასება და ლიკვიდირება", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსურმა მრჩეველმა ხოსე ვინიალსმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე ვითარება კიდევ უფრო გართულდება, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების აწევას დაიწყებს, რაც მიმდინარე წელს არის მოსალოდნელი. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვითარება და არასტაბილურობა გამოიწვიოს სავალტო ბაზრებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნაა მოსალოდნელი.

სსფ-ის განცხადებით, ნეგატიურთან ერთად მოსალოდნელია პოზიტიური რყევებიც.

"2015 და 2016 წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მანამდე იყო მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობა გაამყაროს", - ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.