რძის ნაწარმში დარღვევები გამოვლინდა

ქართულ ბაზარზე ჩატარებული კვლევის შედეგად, რამდენიმე სახეობის კარაქზე მითითებული მონაცემები და შიგთავსის შემადგებლობა ერთმანეთს არ დაემთხვა.

კვლევა, რომელიც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ჩაატარა, 16 დასახელების სხვადასხვა ფირმის კარაქსა და სპრედს მოიცავს. რამდენიმე დასახელების პროდუქტში ეტიკეტზე მითითებული მონაცემები შიგთავსის შემადგენლობას არ დაემთხვა. ამ ჩამონათვალში მოხვდა ”მილკო ფუდი” (სპრედი), ”ჩვენი ფერმერი” (სპრედი), ”ვალიო” (ნაღები), ”დოიარუშკა” (ნაღები), ხოლო სპრედში სახელად ”საუკეთესო ხევსურული” მძაღე სუნი და მომჟავო გემო დაფიქსირდა. რაც შეეხება იმ 11 დასახელების ნაწარმს, რომელთა შორის არის: კარაქი ”შატილი”, ”შატილის” სპრედი, ”სამგორის” კარაქი, ”სამგორის” სპრედი, ”სანტინო”, ნაღების კარაქი ”რაჭა”, სპრედი ”რაჭა”, კარაქი ”ჩვენი ფერმერი”, სპრედი ”ტიფლისი”, ნაღების ”ტიფლისი” და ნაღები ”ფერმა”, დარღვევები არ გამოვლინდა.

როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აღნიშნავს, კვლევის შედეგები არ მიუთუითებს საფრთხეზე: ”არცერთ პროდუქტში მიკრობიოლოგიური დარღვევა არ დაფიქსირებულა. ეს პროდუქტები საფრთხისშემცველი არ არის, მაგრამ რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, ეს მომხმარებლის მოტყუებაზე მიუთუთებს”,-აღნიშნავს მადონა კოიძე.