„საქართველოში მომხმარებელი ხშირად უფრო მეტს იხდის ვერტიკალური მეურნეობების პროდუქციაში, ვიდრე აშშ-ში“ - რა ღირს ვერტიკალური ფერმების ბოსტნეული

საქართველოში ვერტიკალურ ფერმებში პროდუქტის წარმოება ჯერ არ არის განვითარებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მოთხოვნას, ფასებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკურ და ფინანსურ პროგნოზებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებამ შესაძლოა, ამ მიმართულებამ თავისი ნიშა დაიკავოს ქართულ ბაზარზე. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა, ნიკოლოზ ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოში 6 ვერტიკალური ფერმა ფუნქციონირებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი საკმაოდ პატარაა - 150 კვადრატული მეტრის ფართობის, თუმცა მათი მეპატრონეების ნაწილმა უკვე გაზარდა, ნაწილი კი აპირებს, გაზარდოს ფართობი, რაც ბიზნესის წარმატების პოზიტიური ნიშანია.

ნიკოლოზ ჯაფარიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოში ვერტიკალური მეურნეობების მომგებიანობას განაპირობებს.

ერთ-ერთია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოში 10 000 დოლარს მიაღწევს და რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორად იქცევა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ვერტიკალური ფირმებისთვის, რადგან მათი პროდუქტები შედარებით მაღალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ საინტერესო დინამიკა ფიქსირდება იმ სექტორებში, სადაც ვერტიკალურმა ფერმამ თავისი პროდუქცია შეიძლება განათავსოს. ასეთებია ტურიზმი და ჰორეკა სექტორი, რომელიც პანდემიის შემდეგ ძალებს იკრებს.

საქართველოში ვერტიკალური წარმოების განვითარების მხარდასაჭერ არგუმენტებს შორის ნიკოლოზ ჯაფარიძემ ასევე მოიყვანა ის ფაქტი, რომ საქართველოში ისეთი წარმოების ელემენტების ხარჯები, როგორიცაა ელექტროენერგია და შრომა, უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც ვერტიკალური მეურნეობები წარმატებით მუშაობენ დიდი ხანია, ხოლო მზა პროდუქციაზე ფასები საქართველოში ხშირად უფრო მაღალია.

„საქართველოში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 10-12 ცენტია, აშშ-ში – 13 ცენტი, ხოლო სამუშაო ძალა გაცილებით იაფია. ამასთან, სხვადასხვა ინტერნეტ საიტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მომხმარებელი უფრო მეტს იხდის ვერტიკალური მეურნეობების პროდუქციაში, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, რომანოს სალათის ყიდვა საქართველოში ონლაინ 1 კგ-ს 17 ლარად არის შესაძლებელი, ამერიკაში - 8-13 ლარად, 1 კგ რუკოლა საქართველოში 128 ლარი ღირს, აშშ-ში კი - 77 ლარი. თუ აშშ-ში ვერტიკალური ფერმა მომგებიანია თავისი ხარჯებითა და ფასებით, მაშინ ლოგიკურად ის საქართველოშიც მომგებიანი უნდა იყოს“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ჯაფარიძემ ასევე მიახლოებითი გამოთვლები გააკეთა იმის შესახებ, თუ რა ჯდება საქართველოში ვერტიკალური მეურნეობის მოწყობა და რამდენ წელს ანაზღაურებს ასეთი პროექტი. ამ გათვლებით, მაგალითად, ფერმის გახსნა 150 კვადრატული მეტრი ფართობით და 3,5 მეტრი სიმაღლით (საკუთარ ტერიტორიაზე) მოითხოვს 300 000 დოლარის ინვესტიციას.

ფერმის ანაზღაურება მისი ზომის ზრდით, პროდუქტების იგივე ფასებით, უმჯობესდება: მაგალითად, 350 კვადრატულ მეტრზე წარმოების ორგანიზებისთვის საჭირო 750 ათასი დოლარის ინვესტიცია შეიძლება ანაზღაურდეს, შესაბამისად, 4 და 2 წელიწადში.

როგორც ალტერნატივა, რომელიც არ საჭიროებს ასეთ დიდ ინვესტიციას, მეწარმეებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ ვერტიკალურ წარმოებაში წასვლას.

„ზოგადად, ვერტიკალური ფერმები საქართველოში ფოკუსირებული უნდა იყოს ჰორეკა სექტორზე, ნაკლებად - საცალო ქსელებზე. უმჯობესია, წარმოების ორგანიზება მხოლოდ კონკრეტული ნიშის აღმოჩენის შემდეგ. სასურველია თავი აარიდოს კონკურენციას - ანუ ისეთი პროდუქტების შერჩევას, რომლებსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ მიაწვდის, ან შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მოკლე სეზონში. ჩემი აზრით, შედარებით იშვიათი ჯიშების სალათის ფოთლისა და მიკრომწვანილის წარმოება დღეს ყველაზე პერსპექტიულია ქართულ ვერტიკალურ მეურნეობებში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯაფარიძემ.

ეკა დარჩიაშვილი