ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.