სებ-მა ფულის გათეთრებისა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის „რიკო“ 70 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი" 70 000 ლარით დააჯარიმა.

ეს მეხუთე შემთხვევაა, როცა მარეგულირებელი 2023 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აჯარიმებს AML / CFT ზედამხედველობის ფარგლებში.

მიზეზად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა სახელდება.

ასევე, 13 კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა.

მარეგულირებელმა გამოავლინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 2 ფაქტი.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო

სანქციის ჯამურმა თანხამ 70 000 ლარი შეადგინა.

თამარ მუკბანიანი