საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 50%-მდე გაუძვირა - სად ვყიდულობთ second hand-ს

საქართველოს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი თითქმის 50%-ით გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ერთ ტონა მეორეულ ტანსაცმელს საშუალოდ, 2 735 დოლარად ყიდულობდა, წელს 3 თვეში ეს მაჩვენებელი 4 067 დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 9,077 მლნ დოლარის ღირებულების 2 232 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 270 მლნ დოლარის ღირებულების 2 293 ტონის.

5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მეორად ტანსაცმელს ყიდულობს: (2023 წლის პირველი კვარტალი)

  • თურქეთი - 3,980 მლნ დოლარის ღირებულების 1 109 ტონა
  • აშშ - 1,885 მლნ დოლარის ღირებულების 126 ტონა
  • გაერთიანებული სამეფო - 542,7 ათასი დოლარის ღირებულების 202,7 ტონა
  • ნიდერლანდები - 503,4 ათასი დოლარის ღირებულების 106,5 ტონა
  • ბელგია - 355,8 ათასი დოლარის ღირებულების 132,7 ტონა

აღსანიშნავია, რომ წელს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი საქართველოში 20-ზე მეტი ქვეყნიდან განხორციელდა.