ირაკლი ღარიბაშვილი ,,სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. მხარეებმა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "სოკარი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.