ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ბეტონის საფარს ტენდერში გამარჯვებული შპს "გი-ან 2011" აგებს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სოლომონ მეორეს ქუჩის მე-4 შესახვევში 800 მეტრის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. "ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა სისწრაფე. გამოდარებას ველოდებოდით და საშუალება მოგვეცა სამუშაოები ახალი ტემპებით გაგვეგრძელებინა", - განაცხადა მურღულიამ.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ქუთაისში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ 47 გზა მოწესრიგდება.