საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტს - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ „პიგმალიონი“ შეუერთდა

საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „პიგმალიონი“, რომელიც ტიხრული მინანქრის სამკაულებს აწარმოებს.

საიუველირო წარმოება Pigmalioni 2018 წელს დაარსდა. ბრენდი ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს ტიხრული მინანქრის გამოყენებით ამზადებს. მათი მთავარი ხაზი მხატვრული სამკაულებია, რომელიც ცნობილი მხატვრების ნახატების მიხედვით მზადდება.

„ჩვენი სამკაულები ძირითადად ხელოვნების მოყვარულთათვისაა, რადგან მათ შეუძლიათ საყვარელი ნახატი სამკაულად ატარონ. ნამუშევარი ტექნოლოგიურად ძალიან რთულად შესასრულებელია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგიის ცოდნაზე, სწორედ ამითაა ჩვენი ნამუშევრები უნიკალური. საიუველირო ბრენდი Pigmalioni პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მიწვეული იყო და მონაწილეობდა საიუველირო ბრენდების საერთაშორისო გამოფენებში - იტალიაში ("PalaKiss Jewelry International") და პარიზში ("Bijorhca Paris International"). დღეს უამრავ მოწვევებს ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათთან კომუნიკაციაში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გამართული ვებგვერდი წარმოადგენს, რომლის შექმნაშიც საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტი დაგვეხმარა. „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-მა შესაძლებლობა მოგვცა, დაგვეწყო ონლაინ გაყიდვები, გვეწარმოებინა უფრო დიდი რაოდენობით პროდუქცია, გაგვეზარდა გაყიდვები და ბრენდის ცნობადობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია მანამდე მხოლოდ საექსპორტო ბაზრისთვის იქმნებოდა და საერთაშორისო ბაზარზე გაგვქონდა. ახლა კი, ონლაინ გაყიდვებით საქართველოშიც მოვახერხებთ მომხმარებლების დაინტერესებას. აქვე გეტყვით, რომ სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე ფიზიკური მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს „პიგმალიონის“ დამფუძნებელი მარიამ ჩიკოპაიძე.

ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე მისი მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბანკი კი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას ახორციელებს, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით სურთ.

(R)