ოქროდან ბრილიანტამდე: ყველაზე ძვირად ღირებული კბილის ჯაგრისები მსოფლიოში

კბილის ჯაგრისი ჩვეულებრივი ნივთია, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად იყენებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არსებობს განსაკუთრებული ჯაგრისები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს და მოთხოვნადიც კი არის.

უფრო მეტიც, არსებობს მოოქროვილი ჯაგრისები და ისეთებიც, რომლებიც ბრილიანტისგან დამზადდა. წარმოგიდგენთ 9 ყველაზე ძვირად ღირებულ ეგზემპლარს:

ewskzrejdkrt-1683287810.jpg

Zina45 Sonic Pulse კბილის ჯაგრისი - 250 დოლარი

Zina45 Sonic Pulse კბილის ჯაგრისი გამოირჩევა უნიკალური 45 გრადუსიანი დიზაინით, რომელიც აღჭურვილია Dupont-ის ნეილონის ჯაგრისებით. ძრავი წუთში 33,000 სიჩქარით მოძრაობს, რაც უზრუნველყოფს საფუძვლიან და ეფექტურ გაწმენდას.

Zina45 ფუნჯი აღჭურვილია ავტომატური ტაიმერით, რომელიც 2 წუთში განიშნებთ რომ გათიშოთ.

fcfdkgtbkdty-1683287830.jpg

Curaprox Hydrosonic Pro Sonic კბილის ჯაგრისი - 325,9 დოლარი

Curaprox Hydrosonic Pro Sonic კბილის ჯაგრისი იდეალური არჩევანია ბრეკეტების ან სხვა სტომატოლოგიური ხელსაწყოების მქონე ადამიანებისთვის, რადგან ის ეფექტურად ასუფთავებს კბილების ძნელად მისადგომ ადგილებში ზიანის მიყენების გარეშე.

ის ასევე შესანიშნავი ვარიანტია მგრძნობიარე ღრძილების და კბილების მქონე ადამიანებისთვის. რბილი, თხელი ძაფები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ წმენდას. Curaprox-ს აქვს 7 სხვადასხვა დასუფთავების რეჟიმი, 3 ფუნჯის თავი და 10-გრადუსიანი დახრის კუთხე.

fcghcvjhvjvjvv-1683287844.jpg

IPX7 ელექტრო კბილის ჯაგრისი - 379,46 დოლარი

5 რეჟიმით და ჩაშენებული ჭკვიანი ტაიმერით, IPX7 ელექტრო კბილის ჯაგრისი NCRD უზრუნველყოფს სრულყოფილად წმენდას. ელექტრო ჯაგრისი ყოველ 30 წამში ჩერდება და სხვა განყოფილებაზე გადასვლას შეგახსენებთ.

გარდა ამისა, ეს კბილის ჯაგრისი აღჭურვილია USB დამტენით და მოყვება მოსახერხებელი სამგზავრო ჩანთა.

sxdrfhgvbhjnk-1683287859.jpg

DiamondClean Smart 9700 კბილის ჯაგრისი - 415,79 დოლარი

მრავალჯერადი დატენვის კბილის ჯაგრისი DiamondClean Smart 9700 აღჭურვილია ჭკვიანი სენსორებით.

ეს სენსორები უსადენოდ არის დაკავშირებული უფასო აპლიკაციასთან, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუს ყველა უბნის დასუფთავებაში სრული და საფუძვლიანი გაწმენდისთვის. თავისი ძვირად ღირებული ელექტრო კბილის ჯაგრისებით ცნობილმა Philips Sonicare-მა DiamondClean Smart 9700 თავის ხაზში წარადგინა, როგორც განსაკუთრებული დანამატი.

fvghjnkle-1683287870.jpg

IO Series 9S ვარდისფერი კვარცის ელექტრო კბილის ჯაგრისი - 429,76 დოლარი

iO Series 9S ვარდისფერი კვარცის ელექტრო კბილის ჯაგრისი უახლესი 3D “თვალთვალის“ სისტემით გამოირჩევა, რომელიც იწერს თქვენი დასუფთავების რუტინას და არეგულირებს თქვენს გამოცდილებას თქვენი მონაცემების მიხედვით.

შვიდი განსხვავებული რეჟიმის მქონე ჯაგრისი იყენებს მოწინავე AI ტექნოლოგიას, რათა აჩვენოს, რამდენად კარგად ასუფთავებთ კბილის თითოეულ ასპექტს.

dfghjklpiuytr-1683287888.jpg

Philips Sonicare Prestige 9900 - 799 დოლარი

კბილის ჯაგრისი Philips Sonicare Prestige 9900 არის მოწინავე ელექტრო მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია SenselQ ჭკვიანი კბილის ჯაგრისის ტექნოლოგიით. ეს ინტელექტუალური მოწყობილობა გრძნობს თქვენი დასუფთავების სტილს და არეგულირებს წმენდის ინტენსივობას.

სენსორული კონტროლის ინტეგრირებული ინტერფეისით და ვეგანური ტყავის სამოგზაურო ქეისით აღჭურვილი ჯაგრისი სტილისა და მოხერხებულობის განსახიერებაა.

fghjkldsrsrs-1683287900.jpg

Cartoon U- ფორმის ულტრაბგერითი ელექტრო კბილის ჯაგრისი - 986,61 დოლარი

Cartoon U- Shaped Ultrasonic Electric ახალი კბილის ჯაგრისი, იყიდება ამაზონზე. მას საკმაოდ მაღალი მაღალი ფასი აქვს და 986,61 აშშ დოლარად არის ხელმისაწვდომი.

კბილის ჯაგრისი შექმნილია საყვარელი პატარა ურჩხულის სახით და დამზადებულია საკვები ლურჯი სილიკონისგან. ის ხელმისაწვდომია სამ ფერში და გააჩნია უკაბელო პლატფორმა, რომლის დამუხტვაც შესაძლებელია USB-ის საშუალებით. ამ კბილის ჯაგრისის უნიკალური თვისებაა მისი რგოლისებრი ჯაგრისის თავი, რომელიც ერგება ბავშვის კბილებს და ავტომატურად ხეხავს პირის ღრუს ყველა მხარეს. ასევე კბილებს ულტრაბგერით ამუშავებს.

rftgyhujp98765-1683287921.jpg

Reinast Luxury კბილის ჯაგრისი - 4200 დოლარი

Reinast Luxury -ის სახელური დამზადებულია მყარი ტიტანისგან, მაღალი ხარისხის, გამძლე და მსუბუქი ლითონისგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საჰაერო კოსმოსურ ინჟინერიაში და სამედიცინო მოწყობილობებში. ეს კბილის ჯაგრისი ფუფუნებისა და ელეგანტურობის განსახიერებაა.

fghjnwsaest-1683287934.jpg

Heritage კბილის ჯაგრისი - 6500 დოლარი

ყველაზე ძვირად ღირებული კბილის ჯაგრისი არის Heritage Toothbrush, რომელიც შექმნილია ჩარლზ დარიუსის მიერ პარიზში.

თითოეული ფუნჯი ხელნაკეთია და ხელმისაწვდომია მყარი ოქროს (14K ან 18K) ან შავი როდიუმის სახელურით. 18K მყარი ოქროს სახელურის ვერსია ღირს 6,500 დოლარი, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კბილის ჯაგრისად აქცევს.

ფუნჯი დამზადებულია ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან. ის შეკვეთით მზადდება და როგორც წესი 10-დამ 30 დღემდე სჭირდება ადრესატამდე მისატანად.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი