რომელია 3 გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რომელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქვეყნები სამოგზაუროდ? სამწუხაროდ, მათ შორის საქართველო ნამდვილად არ არის, თუმცა იმედია ტურისტულ მეგაპოლისებს მალე დავეწევით და ქართული გამორჩეული სტუმართმოყვარეობის შესახებ მსოფლიოს ავალაპარაკებთ.

ბოლო კვლევების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტორი მსოფლიოში აშშ-ს, ესპანეთსა და საფრანგეთს ჰყავს. დედაქალაქების გარდა, ტურისტები ამ ქვეყნებში გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლებს, ე.წ. სთრით ფუდსა და გასართობ ობიექტებს სტუმრობენ.

შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე მონახულებულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა და წელიწადში დაახლოებით 79 მილიონ ტურისტს იღებს.

ამერიკაში ვიზიტორების მხრივ მესამე ყველაზე პოპულარული ადგილია ორლანდო (ფლორიდა) თავისი გასართობი პარკებით, როგორიცაა Disneyworld და Universal Studios. მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი არის ლას-ვეგასი (ნევადა). ხოლო ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ქალაქი ნიუ-იორკი.

ესპანეთი წელიწადში დაახლოებით 84 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. მესამე ყველაზე ხალხმრავალი ადგილია სევილია, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზითა და ელეგანტურობით.

მეორე ადგილს ესპანეთში დედაქალაქი, მადრიდი იკავებს. ყველაზე პოპულარული კი ბარსელონაა, რომელიც ასევე ცნობილია არქიტექტორ ანტონი გაუდისა და მისი თანამედროვეების ორიგინალური შენობებით.

საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე ცხელ ტურისტულ ქვეყნად ითვლება და წელიწადში დაახლოებით 89 მილიონ ტურისტს იღებს.

მესამე ყველაზე პოპულარული ადგილი მარსელია. მეორე - ვერსალი. ხოლო პირველ ადგილზე რა თქმა უნდა პარიზი გავიდა, რომელიც ასევე პირველ ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მონახულებულ ქალაქებს შორის.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი