რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში შემოსავლებიდან

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 7 709 389 609 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 1 541 715 329 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 1 303 769 454 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2023 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 6 147 116 128 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 1 424 045 866 ლარი შევიდა.

შედარებისთვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 1 213 505 481 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში კი - 1 126 412 645 ლარის მობილიზება მოხდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მაჩვენებელმა ნაერთ ბიუჯეტში - 834 459 337 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში - 779 457 506 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი