1-ელ კვარტალში ჩიპების გაყიდვები 21,3%-ით დაეცა

ჩიპების გლობალური გაყიდვები პირველ კვარტალში 21,3%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 119,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.

მათივე ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი 8,7%-ით არის შემცირებული.

მარტში მსოფლიოში ჩიპების გაყიდვამ 39,83 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21,2%-ით ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ამასთან, თებერვალთან შედარებით, გაყიდვები გაიზარდა 0.3%-ით.

"ნახევარგამტარების გაყიდვები კვლავ შემცირდა პირველ კვარტალში ბაზრის ციკლურობისა და არახელსაყრელი მაკროეკონომიკური ფაქტორების გამო, მაგრამ მარტში, ყოველთვიური გაყიდვები პირველად გაიზარდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. რაც გამამხნევებელია უახლოეს თვეებში გამოჯანმრთელებისთვის,“ - თქვა SIA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა.

SIA წარმოადგენს აშშ-ს ნახევარგამტარების ინდუსტრიის დაახლოებით 99%-ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებლების დაახლოებით 66%-ს.

კოკა კვირკველია