L'Oreal მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდების რეიტინგში მეოთხე წელია  ლიდერობს

Brand Finance-ის მიხედვით, ფრანგული L'Oreal-ი ზედიზედ მეოთხე წელია, მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდების რეიტინგში ლიდერობს. ბრენდის ღირებულება გასულ წელს 7.2%-ით 12.03 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამერიკული Estee Lauder-ი დარჩა მეორე ადგილზე, მიუხედავად ღირებულების თითქმის 10% შემცირებისა (7,15 მილიარდ დოლარამდე). მესამე პოზიციაზე გავიდა Nivea (გერმანული კომპანია Beiersdorf-ის საკუთრება), მეოთხე კი არის Gilette (ამერიკული Procter & Gamble Co.-ის საკუთრება). ამავდროულად, ორივე ბრენდის ღირებულება შემცირდა - შესაბამისად 2,8%-ით (6,62 მლრდ დოლარამდე) და 4,8%-ით (6,58 მლრდ დოლარამდე).

ათეულში ასევე არიან: Dove (6,47 მლრდ), Guerlain (6,31 მლრდ), Lancome (5,2 მილიარდი), Clinique (4,83 მლრდ), Pantene (4,64 მლრდ) და Garnier (4,1 მლრდ).

ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი იყო ჩინური Chando, რომლის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ახლა ის რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.

კოკა კვირკველია