Samsung იმედოვნებს, რომ 5 წლის განმავლობაში ჩიპების წარმოებაში TSMC-ს გაუსწრებს

ელექტრონიკის სამხრეთ კორეული მწარმოებელი Samsung Electronics Co. იმედოვნებს, რომ ხუთ წელიწადში ტაივანურ Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-თან (TSMC) შედარებით, უახლესი თაობის მიკროჩიპების წარმოებაში ტექნოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს.

"მართალი გითხრათ, ჩვენი მიკროჩიპის ტექნოლოგია TSMC-ს ერთი-ორი წლით ჩამორჩება. თუმცა, როდესაც TSMC 2 ნანომეტრიანი ჩიპების რბოლაში შევა, Samsung იქნება წინ. ხუთ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია გავუსწროთ TSMC-ს,“ - თქვა KAIST ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას Samsung-ის ნახევარგამტარების ბიზნესის ხელმძღვანელმა კიუნ კიუჰიუნმა.

Samsung-ი 2025 წელს გეგმავს 2 ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყებას.

სამხრეთ კორეული კომპანია მეხსიერების ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მაგრამ TSMC ლიდერობს შეკვეთილი ჩიპების წარმოების სეგმენტში.

კოკა კვირკველია