ჩავუშოღლუ - თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს არ შეუერთდება

თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ამის შესახებ ორშაბათს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ არ შევუერთდებით ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან ტელეარხ Lider Haber-თან ინტერვიუში.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი საკუთარი სარგებლით და საკუთარი კეთილდღეობით მოქმედებს. „ამავდროულად, ანკარა ყურადღებით აკვირდება „მონტრეს კონვენციის“ დებულებების შესრულებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) თავმჯდომარის ქემალ კილიჩდაროღლუს განცხადება, სადაც თურქეთის ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აპირებს უპირატესობა მიანიჭოს დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებას და არა კრემლთან. როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ერთ-ერთ აქციაზე ოპოზიციონერმა „სულ სხვა რამ თქვა“. "მან თქვა, რომ არაფერი ემუქრება თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ის არათანმიმდევრულია მის განცხადებებში", - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კოკა კვირკველია