სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

„განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.