მსოფლიოში კომპანიები მასშტაბურად 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - რატომ არის ნაკლები მუშაობა კარგი?

გლობალურმა კრიზისმა, რომელიც 2022 წელს, პანდემიის შემდეგ გამწვავდა, ახალი პრობლემა წარმოშვა: ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ექსტრემალური სტრესის წინაშე დგანან. მეცნიერები თვლიან, რომ მათი ემოციური მდგომარეობა შესაძლოა, მოქნილმა გრაფიკმა და მოკლე სამუშაო კვირამ გააუმჯობესოს.

ზოგიერთმა დამსაქმებელმა უკვე სცადა ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვა, თუმცა, ამგვარი რეჟიმის მოწინააღმდეგეები მის არაეფექტურობაში ჯერ კიდევ დარწმუნებულნი არიან და სამუშაო დღის შემცირებას პროდუქტიულობის საფრთხედ მიიჩნევენ.

პანდემიის დროს დისტანციურ სამუშაოზე მასიურ გადასვლასთან ერთად, მსოფლიომ აქტიურად დაიწყო განხილვა ოქროს სტანდარტიდან გადახრის შესაძლებლობის შესახებ - 8-საათიანი სამუშაო დღე ოფისში და 5-დღიანი სამუშაო დღე. მკვლევარები კვლავ საუბრობენ სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის მნიშვნელობაზე და მსოფლიოს არაერთი წარმატებული ადამიანი ეხმაურება მოსაზრებას, რომ ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ბედნიერი თანამშრომლებია.

ამ ყველაფერს დაემატა ისეთი მსხვილი კორპორაციების მაგალითები, როგორიცაა „მაიკროსოფტის“ იაპონური განყოფილება, რომელმაც განაცხადა, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებით პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა.

2022 წლიდან, მსხვილი გლობალური კომპანიები, რომლებიც სთხოვენ თანამშრომლებს, ოფისში კვირაში რამდენჯერმე მისვლას, არის: Amazon-ი, Apple-ი , Citigroup-ი, Disney, Goldman Sachs-ი, Google-ი და სხვა.

ახლა კი, ზოგიერთი დამსაქმებელი ამოწმებს ახალ სქემას თანამშრომლებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დაბრუნდებიან ოფისში. ეს არის 4-დღიანი სამუშაო კვირა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების 2/3-ს ურჩევნია იმუშაოს ოფისიდან ყოველდღე ოთხი დღის განმავლობაში, ვიდრე ხუთი დღე. მეტიც, დასაქმებულთა 92% საუბრობს სამუშაო კვირის შემცირების დადებით გავლენაზე პირად ცხოვრებაზე.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანების მდგომარეობის გაუარესებას ზეგანაკვეთურ სამუშაოს უკავშირებს. ბოლო კვლევის მიხედვით, ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ დასაქმებულთა დაახლოებით მესამედი მთელს მსოფლიოში გადატვირთულია და კვირაში 48 საათზე მეტს ხარჯავს სამუშაო საქმეებზე.

ამავდროულად, ზედმეტი შრომის შედეგად გამოწვეული სტრესი ამცირებს პერსონალის ეფექტურობას. ამბობენ, რომ ბედნიერი თანამშრომელი 12%-ით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს ენერგია, რომ მეტი იმუშაოს. როდესაც თანამშრომლები მუდმივი სტრესის ქვეშ არიან, კომპანია იწყებს მათ გამოცვლას და კარგავს წასული პირის გამოცდილებას. ამავდროულად, დეპრესიული სამუშაო ძალა აზიანებს ეკონომიკას: ის ყოველწლიურად კარგავს დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს გადაწვასთან დაკავშირებული დაავადებების გამო.

1663878910-gettyimages-1359740831-1683630841.jpg

ახალი დრო

იმისათვის, რომ თანამშრომლებზე ტვირთი შემცირდეს და ისინი უფრო ბედნიერები გახდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში კომპანიები უკვე გადავიდნენ მოკლე სამუშაო კვირაზე. პირველი უდიდესი ექსპერიმენტი სახელმწიფო დონეზე ისლანდიაში ჩატარდა: 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო დაწესებულებების დაახლოებით 2,5 ათასი თანამშრომელი ოთხდღიან რეჟიმში მუშაობდა. შედეგები იყო "უმეტესად წარმატებული", მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შემცირდა სტრესის დონე და კეთილდღეობის საერთო გაუმჯობესება. შემდგომში, იდეა, რომლითაც ხელისუფლებამ ექსპერიმენტი ჩაატარა, რეალობად იქცა. ახლა ისლანდიაში დასაქმებულთა დაახლოებით 90%-ს აქვს შემცირებული სამუშაო კვირა ან უფლება, მოითხოვოს 4-დღიანი სამუშაო კვირა დამსაქმებელთან.

დიდ ბრიტანეთში 60-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა საპილოტე პროგრამაში და მათი 92% ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გადავიდა ოფიციალურად შემცირებულ სამუშაო კვირაზე.

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში აპრილში, ისტორიაში პირველად, ჩატარდება საპილოტე პროექტი 32-საათიან სამუშაო კვირის შესახებ. შეერთებულ შტატებში კი ამჟამად განიხილება მსგავსი კანონპროექტი, რომლის ეფექტი შესაძლოა შტატებს სრულად შეეხოს. ამ წინადადებით მარტის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის წევრი მარკ ტაკანო გამოვიდა.

ექსპერტები მოუწოდებენ კომპანიებს, არ განახორციელონ ასეთი რეჟიმი პერსონალის მოსაზრებების წინასწარი კვლევის გარეშე.

ეკა დარჩიაშვილი